დარგობრივი სამინისტროები პრეზენტაციას წარადგენენ, სადაც დეტალურად იქნება განხილული ის ინიციატივები, რაც ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალისწინებული

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ კვირის განმავლობაში დარგობრივი სამინისტროები იმ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული.

ჩიქოვანის თქმით, ცნობილი გახდება ასევე ის, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა გეგმით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.

„ აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები ამ კვირის განმავლობაში წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება გახილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალისწინებული, მათ შორის თუ ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა იმ დახმარების მისაღებად, რომელიც არის გათვალისწინებული და ასევე, იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა იმ შეღავათებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა