ლევან დავითაშვილი - საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ყველა იფუნქციონირებს

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

„ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ეს მოთხოვნები ეხება როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ მდგომარეობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და იმ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო-ქართლის რეგიონში მომხდარ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში.

იხილეთ ვიდეო:სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში არსებული ყველა ბაზარი ვერ იფუნქციონირებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა