არჩილ ჯაფარიძე პატარა ონსა და ღადიშში მოსახლეობას შეხვდა და სასურსათო პროდუქციის მარაგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარა ონსა და ღადიშში მოსახლეობას შეხვდა და სასურსათო პროდუქციის მარაგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, რეგიონში სასურსათო პროდუქციაზე დეფიციტი არ არსებობს. სრული დატვირთვით მუშაობს დისტრიბუცია.

იმ მაღალმთიან სოფლებში კი, სადაც მაღაზიები არ არის, წინასწარ გაწერილი გრაფიკით ე.წ „ავტო-მაღაზიები“ მოძრაობენ და მოსახლეობას საშუალება აქვს ადგილზე შეიძინოს სასურსათო პროდუქტები. მისივე თქმით, სოფლის რწმუნებული და დეპუტატი ყოველთვის მზად არიან, თითოეულ ადგილობრივს დახმარება აღმოუჩინონ.

„ჩვენი რეგიონის სოფლებში მოსახლეობას მუდმივად ვხვდები, მათ საჭიროებებს ვეცნობი, მითუმეტეს ახლა, როდესაც პანდემიას ვებრძვით, ყოველდღიურად გამოხატავენ მადლიერებას სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ეფექტური ქმედებების გამო. მათ გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი კომუნიკაცია,“ - აცხადებს არჩილ ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა