ირაკლი ქადაგიშვილი  - თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ აგრარული ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით დაჯარიმდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ბაზარი ისევ დაიკეტება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაზარი დღეს, მას შემდეგ დაიკეტება, რაც მოვაჭრეები შეტანილ საქონელს ამოყიდიან.

„ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა. ადმინისტრაციას არ აქვს შესრულებული ყველა ის პირობა, რომელიც აგრარული ბაზრის გახსნას წინ უნდა უძღვოდეს. ამ დარღვევის გამო, მუშაობა შეუჩერდება და ვიდრე ყველა პირობა არ შესრულდება, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო და კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო პროტოკოლები ითვალისწინებს, არც ერთი ბაზრის, მათ შორის, თელავის ბაზრის მუშაობა არ განახლდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. როცა რაღაც იხსნება, ბუნებრივია, მოსახლეობა მიდის, მაგრამ ჩვენ იმ წესებით და პროტოკოლებით ვმოქმედებთ, რაც გათვალისწინებულია. ამიტომ, დღეს ეს ბაზარი დაიხურება და ხვალ აღარ გაიხსნება. ბაზრის ადმინისტრაციას გადაცემული ჰქონდა, თუ რა მოთხოვნები იდგა მის წინაშე და ამის შესასრულებლად შესაბამისი დროც ჰქონდა. ახლა დაკეტვის პროცედურა მიმდინარეობს, მოვაჭრეებმა იმ საქონლის ამოყიდვა უნდა მოასწრონ, რაც იქ დარჩენილია და შემდეგ დაიკეტება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა