კახა კალაძე ოპოზიციაზე - აშკარად იკვეთება, რომ მავნებლობენ - წარმატებული ექიმების მისამართით მათი მხრიდან უდიდესი აგრესია მოდის

ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - თუ ჩვენი გეგმა არასწორი და ცუდია, არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კალაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს აფასებს როგორც მავნებლურს და აცხადებს, რომ ექიმების მისამართითაც ისინი აგრესიას ამჟღავნებენ.

„ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს არასაკმარისია, თან საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება?! აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეებს, გვერდით დაუდგნენ, ვისმენ ჩვენს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. თავი დავანებოთ ხელისუფლებას. წარმატებული ექიმების მისამართით მათი მხრიდან უდიდესი აგრესია მოდის, რაც დააზიანებს პირველ რიგში, თვითონ ამ ადამიანებს“,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა