ამბროლაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქში არსებული სასურსათო მაღაზიები და ბაზრები დაათვალიერეს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ ქალაქ ამბროლაურში არსებული სასურსათო მაღაზიები და ბაზრები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,

ხელმძღვანელები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

„მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოვაჭრეებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია დღეს გვერდით დაუდგეთ ჩვენს ქვეყანას, თვითნებურად არ მოახდინოს ვინმემ შექმნილი ვითარების გამოყენებით ფასების მატება და ფასები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა