ქობულეთში მამაკაცი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

ქობულეთში მამაკაცი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

სამართალდამცავებმა ქობულეთში, მამაკაცი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, მამაკაცს კომუნიკაცია ჰქონდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 70 წლის ქალთან, რის გამოც ის და მისი ოჯახის წევრებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მამაკაცმა იზოლაციის წესები მაინც დაარღვია და სახლიდან წავიდა.

ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციითვე, მანამდე ამ მამაკაცს ორჯერ ჰქონდა გაფრთხილება მიღებული, რომ არსებული წესები არ დაერღვია.