თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამოშვები პუნქტი მოაწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაიონის შესასვლელსა და გამოსასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

„მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამ ლოკაციაზე, ერთ სტატიკურ და ორ მობილურ გამშვებ პუნქტზე მორიგეობს. ჯარისკაცები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი ადგილზე გაეცნო. მან მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მოინახულა და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა