ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებისთვის კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების სპეციალური გეგმა არ არსებობს და ტესტირება არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას გაუვლია

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ. ამის შესახებ ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" შესაბამის კითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ტესტირება უტარდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ველზე მუშაობა, ტესტების აღება და მათი ტრანსპორტირება უწევთ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

„ასეთი სპეციალური გეგმა მთავრობის წევრებისთვის ტესტირების ჩატარების არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ტესტირება უტარდება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს კოვიდინფექციის ე.წ. შესაძლო შემთხვევა, რომელიც განისაზღვრება კლინიკური მახასიათებლებით და ასევე განსაკუთრებით მაღლი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, როგორიც არის ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალი. ჩვენი დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ საველე სამუშაოებით არიან დაკავებულები, რაც ნიშნავს მაღალი რისკის ზონებში მუშაობას ბრიგადების მიერ და უზრუნველყოფენ სინჯების აღებას, ტრანსპორტირებას შემდგომი კვლევისთვის, ისინი გადიან პერიოდულ ტესტირებას ისევე, როგორც სხვა სამედიცინო პერსონალი. რაც შეეხება ხელმძღვანელობას, მას ტესტირება არ გაუვლია იმიტომ, რომ არ მიეკუთვნებიან შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებას და ჩვენთან ჩვეულებრივ რეჟიმში წარმოებს ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად გადის თერმოსკრინინგს ინდივიდუალურად და თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება ტემპერატურის მატება, რჩება სახლში, მასზე მიდის მეთვალყურეობა. ჯერჯერობით არ გვქონია შემთხვევა, რომელიც შეესაბამება შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიეწოდებათ იგივე მომსახურება, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენს ცენტრში ჯერჯერობით კოვიდის შემთხვევა არ გვქონია. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნაა, არავითარი განსხვავებული ტესტირება ან რაიმე განსხვავებული რეჟიმი ჩვენს სამსახურში არ არის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ვდგევართ იქ, სადაც ახლა უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა