სოფელ ღვანკითში გამკაცრებული ზომების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ღვანკითში გამკაცრებული ზომების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დილიდან ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას ეცნობა.

ლაშა გოგიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს ყველა ფერმერს, რომელსაც ეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სჭირდება.

მუნიციპალიტეტის მერია ასევე აქტიურად დაეხმარება ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი მოიყვანეს და რეალიზაციას ვერ ახდენენ.

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ერთ-ერთმა ფერმერმა მარწყვის მოსავლის რეალიზება მოახდინა. ფერმერის თქმით, მას ჰქონდა რეალიზაციის პრობლემა და დახმარებისთვის მერიას მიმართა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში სოფელ ღვანკითის მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მთელ რეგიონში წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო