სახელმწიფომ კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარების საფასური განსაზღვრა

სახელმწიფომ კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარების საფასური განსაზღვრა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტს კერძო კლინიკას სახელმწიფო მისცემს, მაშინ ეს ფასი 100 ლარით შემცირდება.

მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ აისახება.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტი და სახელმწიფო კლინიკებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ ღირს მოსახლეობისთვის, ის სრულიად უფასოა. რასაც ვატარებთ ანაზღაურებს სრულად სახელმწიფო.

დღეს სწორედ გაიგზავნა მთავრობაში სამინისტროს მიერ ახალი დადგენილება ანუ ცვლილება დადგენილებაში, სადაც განისაზღვრა სწორედ ტარიფი. რამდენადაც მე ვიცი, ეს ტარიფი არის 150 ლარის ფარგლებში, მაგრამ სინჯის აღების გარეშე, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა. ოღონდ თუ ტესტს კერძო კლინიკას მისცემს სახელმწიფო, მას გამოაკლდება 100 ლარი. 50 ლარი კი იქნება მომსახურებისთვის, ხელფასის ანაზღაურებისთვის და ა.შ. ეს არის ტრიფი, რომელსაც ადგენს სახელმწიფო და იმედი მაქვს ეს ხვალ ოფიციალურად იქნება დადგენილი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ტესტირებაში უკვე 11 ლაბორატორია მონაწილეობს. აქედან 4 არის სახელმწიფო ლაბორატორია, მათგან სამი კი სამი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის