აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი კლინიკას ტოვებს

აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი კლინიკას ტოვებს

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკა "მედალფას" ტოვებენ დაპრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში გადადიან.

როგორც კლინიკა "მედალფაში" განაცხადეს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმების მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ეტაპზე კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.