„პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და შედეგები უარყოფითია

ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია "პრაიმედის" ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.

"პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, 13-ივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

"აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ.კვლევა ძირითადად იმ პაციენტებს უტარდებათ, ვინც „ცხელების ცენტრებშია“ მოთავსებული. ასევე ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე"-აცხადებს ლელა ქაჯაია.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, "პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მალე დაიწყება კვლევა იმ რისკ ჯგუფებზე, რომელთაც ჰქონდათ უშუალო სიახლოვე პაციენტებთან და აქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ პირველ რიგში კვლევა ჩაუტარდება მედიკოსებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს