ჯანდაცვის მინისტრი - აპრილისა და მაისის რიცხვებში მოლოდინში აღარ ვართ, რომ პიკი გვქონდეს, ჩვენ უკვე პლატო გვაქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილისა და მაისის რიცხვებში პიკის მოლოდინში აღარ არიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის ამ პლატოზე ინფექციების მართვა.

“ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს დააანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, იყო ჩატარებული არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი, ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინიც არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზიანი და ჩვენ შევძლოთ, ჯანდაცვის სექტორში ისე ვმართოთ ეს ღონისძიებები, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და ზრდა”, - განაცხადა ტიკარაძემ “იმედის” ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა