სამეგრელოში დღეს 29 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, საიდანაც 23 მედპერსონალია

სამეგრელოში დღეს 29 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, საიდანაც 23 მედპერსონალია

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 85 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დროის მონაცემებით, 186 პირია. თვითიზოლაცია მოეხსნა 872 მოქალაქეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ გაგზავნილი იყო რეგიონიდან 52 ნიმუში, მათგან 23 უარყოფითია და 29-ის პასუხს დღეს ელოდებიან (აქედან 25 ნიმუში ფოთიდანაა გაგზავნილი - ორი პაციენტი, 23 მედპერსონალი).

“საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ: „საკომენდანტო საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა - 3 პირი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.