მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა.

როგორც დარგალი განმარტავს, ახალი შემთხვევა სოფელ მარადისის კლასტერს უკავშირდება. მერის თქმითვე, დაინფიცირებული პირი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„დღეს, ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც სოფელ მარადისის კლასტერის ოჯახის წევრია. აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან თვითიზოლაციის ვადა გაუვიდა, მას ანალიზი აუღეს და კორონავირუსი დაუდასტურდა. აღებული 11 ანალიზიდან მხოლოდ ერთზე იყო დადებითი პასუხი. როგორც უკვე გითხართ, აღნიშნული პირი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტი არვისთან ჰქონია“, - განაცხადა დარგალმა.

მისივე თქმით, მარნეულის აგრარულ ბაზარში სამუშაო პროცესი მეორე დღეა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც დარგალი განმარტავს, ბაზარი მკაცრად კონტროლდება და ყველა წესის დაცვით განაგრძობს ფუნქციონირებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა