შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების ხუთი, თეთრიწყაროში კი  ორი  შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების ხუთი, თეთრიწყაროში კი ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“გუშინ ბოლნისში დაფიქსირდა კერძო მაღაზიაში დასაქმებული ქალის შემთხვევა და აქცენტირებულად შესწავლილია ბოლნისის კლასტერი და მჭიდრო კავშირები. დაახლოებით 40 ასეთი საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და ამ ქალის ირგვლის დადასტურება არ არის, რაც გასახარია. თუმცა, დღეს გავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინე სივრცეში განთავსებული ადამიანების 14-დღიანი ვადა და ბოლო გადამოწმებისას აღმოჩნდა ხუთი დადასტურებული ფაქტი. სამწუხაროა, ბუნებრივია, რომ გავრცელება არის, მაგრამ შვება ის არის, რომ ცნობილი იყო კლასტერები, მკაცრ კარანტინში იყო ეს ხალხი და ამ პერიოდში არ იყო მასშტაბური გავრცელების რისკი.

რაც შეეხება თეთრიწყაროს, იმ გავრცელების არეალიდან დადასტურდა ხუთი შემთხვევა, მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი არ არიან თეთრიწყაროს მცხოვრებლები და ამასთან, ბოლო მონაცემებით, კიდევ ორი ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი დადასტურდა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა