ცაგერის მოსახლეობის თერმოსკრინინგით შემოწმება დღეს დასრულდა, ხვალ კი, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეამოწმებენ

ცაგერის მოსახლეობის თერმოსკრინინგით შემოწმება დღეს დასრულდა, ხვალ კი, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეამოწმებენ.

როგორც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თეთრმოსკრინინგი სულ 32 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდება.

მისი თქმით, მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ადგილზე მშვიდი ვითარებაა. საბედნიეროდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნამ მცირედი ხალხმრავლობა გააჩინა, თუმცა მაქსიმალურად იცავენ დისტანციას მაღაზიებში, აფთიაქებში, ამ პროცესში ჩვენი მოხალისეებიც ჩართულები არიან. ხალხმრავლობა შედარებით მოზრდილ სავაჭრო ობიექტებთან შეინიშნებოდა. საავადმყოფოებში, „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით არავინ შესულა. მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება. დღეს დასრულდა ქალაქ ცაგერის მოსახლეობის შემოწმება, ხვალ ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეამოწმებენ. თეთრმოსკრინინგი სულ 32 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საკვებისა და მედიკამენტის მიწოდების თვალსაზრისით მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია.

„უმრავლეს შემთხვევაში, ე.წ. მოძრავი მაღაზიები არის ადგილზე. პროდუქტებისა და მედიკამენტების თვალსაზრისით მთლიანად რეგიონი შეუფერხებლად მარაგდება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო