ბათუმში, წყალარინების A სატუმბ სადგურში წყალარინების ნარჩენების მექანიკური გამწმენდი ახალი ელევატორი დამონტაჟდა

წყალარინების A სატუმბ სადგურში წყალარინების ნარჩენების მექანიკური გამწმენდი ახალი ელევატორი დამონტაჟდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, წყალარინების სატუმბების დანიშნულება, წყალარინების წყლის შეკრება და ადლიის ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვაა.

გაწმენდილი წყალი, ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით ჩაედინება. სატუმბი მილი ზღვაში 1 კმ და 100 მეტრის მანძილზე შედის და 40 მეტრ სიღრმზე ხდება წყლის ჩაშვება.

გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის - ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად ახდენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო