„ბილაინის“ სიმ ბარათის შეძენა "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ განაგრძობს კარანტინის პირობებში მომხმარებლისთვის "ბილაინის" მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „ბილაინიდან" აცნობეს, „ბილაინის“ სიმ ბარათის შეძენა მომხმარებელს ამიერიდან "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტში შეუძლია, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათივე ცნობით, „ბილაინმა" COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე ზრუნვას.

კომპანიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ვირუსის საქართველოში გამოჩენისთანავე მალევე დაიკეტა ყველა მაღაზია ქვეყნის მასშტაბით და თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. დისტანციურ მუშაობაზეა გადასული "ბილაინის" სატელეფონო ცენტრიც. "ბილაინის" ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი ონლაინ, MyBeeline აპლიკაციის, "ბილაინის" ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით.

ცნობისთვის, კარანტინის პირობებში "საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00-დან 17:00 საათამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა