ქობულეთის მერის ინფორმაციით, საკარანტინო სოფლებში მცხოვრებლებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კუთვნილ სამეურნეო ფართობს სახელმწიფოს ხარჯით დაუმუშავებენ

ქობულეთის მერის ინფორმაციით, საკარანტინო სოფლებში მცხოვრებლებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კუთვნილ სამეურნეო ფართობს სახელმწიფოს ხარჯით დაუმუშავებენ

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კუთვნილ სამეურნეო ფართობს სახელმწიფოს ხარჯით დაუმუშავებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მირიან ქათამაძემ განაცხადა, საკარანტინე სოფლებში მინერალური სასუქი შევიდა, რაც ადგილობრივებმა „მისაღებ ფასად შეიძინეს“.

„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საკარანტინო სოფლებში მინერალური სასუქები შევიდა, რომელიც ძირითადადი კულტურების მოვლისთვის აუცილებელია, იმიტომ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. მოსახლეობამ ეს შეიძინა საკმაოდ მისაღებ ფასად. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მოსახლეობას გადაეცა შესასხურებელი აპარატები.

იმ მოსახლეობისის, ვინც საკარანტინე სოფლებშია და საყანე ფართობები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქვთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათთვის გეგმავს ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს ამ საყანე ფართობის დახვნას სახელმწიფოს ხარჯზე, რომ მათ გარკვეულწილად ჰქონდეთ შეღავათი.

ჯერჯერობით საკარანტინე რეჟიმი ვრცელდება ამ ოთხ ადინისტრაციულ ერთეულში დ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შესაძლებელია დავეხმაროთ“,- განაცხადა მირიან ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ქობულეთის ოთხ სოფელში გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, მოქმედებს.