„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ბიუროს რიგით მე-7 სხდომაზე მიიღეს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. უწყების ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში - 29 აპრილის ჩათვლით განიხილავენ. ბიუროს სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხებიც განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა