დონალდ ტრამპი - ბევრი გზაა, რითაც შეიძლება ჩინეთის პასუხისმგებლობა დადგეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო, რის გამოც შესაძლებელია მათი პასუხისმგელობლობის საკითხი დადგეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ გამოძიებას აწარმოებენ.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა 70,000 - ს მიაღწიოს.

„ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, ვიდრე ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა. ბევრი გზაა, რითაც შეიძლება მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და კმაყოფილი არ ვართ არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა