ვანში განთავსებული ბლოკ-პოსტები მოიხსნება

ვანში განთავსებული ბლოკ-პოსტები მოიხსნება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე განმარტები, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო.

„გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება.

საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება წყალტუბოს, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დაწყებულია იმ მამაკაცის კონტაქტების მოძიება, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

„ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში. მათი ანალიზის პასუხები დღეს გვიან იქნება უკვე ცნობილი. კვლევა გრძელდება და ვინც გამოვლინდება, გადავა ან კარანტინის ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კარანტინშია ათი ადამიანი, ესენი არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კოლეგები. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის. როგორც იცით, სიტუაცია იცვლება ხოლმე საათობრივად და თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ ადამიანს ჰქონდა "ლიბერთი ბანკის" თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა არანაირი საშიშროება არ არის“, - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა