ლევან გოფოძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობისას უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა გამოიყენონ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობისას უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა გამოიყენონ. როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრება ჯანდაცვის მინისტრსა და კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრისას გამოითქვა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენება თუ პრაქტიკაში დაინერგება, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ, მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

„დღევანდელი შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, მიეძღვნა ეროვნულ პროტოკოლს, რომლითაც დღეს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მუშაობს და აღინიშნა, რომ ამ ეროვნულ პროტოკოლში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა, რადგან საკმაოდ გამართული პროტოკოლია, ძალიან კარგად იმუშავა ამდენი დღის და უკვე თვეების განმავლობაში. საუბარი იყო „პლანქვენილზე“, იყო საუბარი იმაზეც, რომ ეს პროტოკოლი ამჟამად არ შეიცვლება. უბრალოდ ითქვა, რომ შესაძლებელია, რამდენიმე სიახლე შევიდეს, როგორიც არის ვთქვათ, ინფიცირებულების პლაზმის გამოყენება და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, მოითხოვს განსაკუთრებულად მომზადებას, ვინაიდან ეს ცალსახად გადასაწყვეტი საქმე არ არის, მაგრამ საკმაოდ სერიოზული მუშაობის შემდეგ შესაძლებელია ამის გამოყენებაც დავიწყოთ. ასევე გამახვილდა ყურადღება სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც როგორც არაერთხელ გვითქვამს, ცდის მეთოდით გამოიყენება, ვინაიდან ერთი კონკრეტული მედიკამენტი არ გვაქვს, რომელსაც კოვიდინფექციის სამკურნალლოდ გამოვიყენებთ“, - განაცხადა გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა