არაიდენტიფიცირებული და იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემის ვადები განსხვავებული იქნება

არაიდენტიფიცირებული და იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისად, განსხვავებული იქნება კომპენსაციის გაცემის ვადებიც.

იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში კომპენსაცია განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გაიცემა, ხოლო არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებით 2 კვირიანი პერიოდია დადგენილი.

„იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს იქნება საკმაოდ მარტივი, ათი სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების სააგენტო დაადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს განაცხადს და შესაბამისად, ამ ვადებში მოხდება კომპენსაციის გაცემა.

ხოლო რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ შემთხვევაში დასაქმების სააგენტო სამუშო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამდასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე 10 დღის ვადაში მოხდება აღნიშნული თანხის ჩაირცხვა და კომპენსაციის მიღება. დამატებით 2 კვირიანი პერიოდია იმისთვის, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდეს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა