თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით,  კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება

თეთრიწყაროს მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა მიემატა თეთრიწყაროს და ჯამში გახდა 22 დადასტურებული შემთხვევა. ორივე შეთხვევა უკავშირდება ე.წ. სამედიცინო კლასტერს. კარანტინში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომელიც გუშინ გადავიყვანეთ, იქ განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს და აღმოაჩნდა ვირუსი და მეორე პირიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის დედაა, რომელიც გუშინ იყო გადაყვანილი მარნეულის ჯეოჰოსპიტალში, იქ აუღეს ანალიზი და შემთხვევა დაუდასტურდა“, - განაცხადა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, ამჟამად კარანტინში 47 ადამიანია, თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა კი 150-მდე გაიზარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს