აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. დაპირისპირება აჭარის საგანგებო ბიუჯეტის საკითხის განხილვას მოჰყვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მმართველი გუნდის დეპუტატებს განუცხადა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეკითხვები აქვს და ის სხდომას უნდა ესწრებოდეს.

"დღეს რატომ არ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე? კითხვებზე პასუხები არის გასაცემი, რათა მოსახლეობამ მოისმინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. საკითხს გაგებით არ ეკიდებით, უცნობია ეს თანხები რას მოაკლდა? რის ხარჯზე? ვერ გავიგეთ. მოსახლეობასთან ყოველ დღე დავდივართ და შიმშილის ზღვარზეა. ეს როდის გამოიხატა იცით, "ტიკ ტოკი" რომ ჩაწერა თქვენმა ლიდერმა“ , - განუცხადა მმართველი გუნდის წევრებს ელგუჯა ბაგრატიონმა.

დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირება უმაღლესი საბჭოს დერეფანშიც გაგრძელდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოწვევა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

"თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში მოსვლა არ არის პრობლმა, დაახლოებით თვენახევარში ის უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგება",- აღნიშნა მან. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები უმაღლეს საბჭოში არ დადიან და შესაბამისად, მიმდინარე საკითხებზე ინფორმირებული არ არიან.

უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის სამართავად, აჭარის მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა