ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 17 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 17 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოსაკვლევ პირებს შორის 2 „ცხელების ცენტრის“ პაციენტია, 15 კი სამედიცინო დაწესებულების პერსონალია. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

„მედიკოსებსა და სამედიცინო დაწესებულების სხვა პერსონალს გეგმური კვლევა ჩაუტარდათ. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. რაც შეეხებათ პაციენტებს, ისინი „ცხელების ცენტრში“ რესპირატორული სიმპტომებით არიან მოთავსებული და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

ამასთან, ფოთში, დღეს საღამოს, გუშინ გაგზავნილი 25 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო