რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნაზე ინფორმაციას ავრცელებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ადგილობრივი ექიმების მიერ პერიოდულად ხდება სოფლებში ოჯახებში შემოვლა, რის შედეგადაც ბოლო რამოდენიმე დღეა, მუნიციპალიტეტში ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის ბლოკ-პოსტთან იმყოფება, საიდანაც ლენტეხის მოსახლეობას და პროცესებში მონაწილე ყველა სტრუქტურას დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაინფიცირებული პაციენტის გამოვლენისთანავე სოფ. მელეში ყველა ოჯახში და დაბა ლენტეხში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სოფლის რწმუნებულისა და დეპუტატის მიერ ყოველდღიურად ხდებოდა მოსახლეობისთვის პრევენციული ღონისძიებების გაცნობა. პირადად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში.

ეპიდემიოლოგებმა გამოავლინეს დაინფიცირებული მამაკაცის და მისი ოჯახის წევრების პირველადი და მეორადი კონტაქტები, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 100 ადამიანს და მკაცრ თვითიზოლაციაში ამყოფეს.

პირველივე დღიდან სოფ. მელეში და დაბა ლენტეხში ჩატარდა თერმოსკრინინგი, მომდევნო დღეებში ლენტეხში სრულად 4300 მაცხოვრებელს ჩაუტარდა შემოწმება, რომლის შედეგადაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა. ასევე, არ გამოვლენილა სიმპტომები სოფლის ექიმების ოჯახებში შემოვლისას, რომლებიც თითოეული მაცხოვრებლის მდგომარეობას ადგილზე ეცნობოდნენ. ლენტეხის საავადმყოფოს ბაზაზე მოეწყო "ცხელების ცენტრი" და იქ შესულ პაციენტებს, აგრეთვე შემხებლობაში მყოფ 32 პირს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა კვლევა, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი იყო. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მაქსიმალურად გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოვლენილა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო