შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერითა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ჩართულობით განხორციელდა.
„შესაბამისი წესების სრული დაცვით, ჯამში, 33 შენობის დეზინფექცია ჩატარდა. ეს პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























