საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებთან საკავშირებით ინტეპრესნიუსს ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

„2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში კანონმდებლებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 106, შემოსავლების ნაწილში კი 108 %-ით შესრულდა. რაც შეეხება გადასახდელებს, აქ შესრულების მაჩვენებელი 105, ხოლო შემოსავლების ნაწილში 198 %-ია, ხარჯვითი ნაწილის კი 95,3 %. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის ასიგნებების ცვლილება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებით და მიზნად ისახავს მოსახლეობის პანდემიისგან მაქსიმალურად დაცვას.

„ პროექტის თანახმად, გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 23 370,3 ათასი ლარით და აქედან 7 310, 0 ათასი ლარი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ემატება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებისა და საკარანტინე ზონების ორგანიზება-უზრუნველყოფისათვის. 8 882,2 ათასი ლარია გაწერილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის. უწყება ახალი პროგრამით ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა-ფუნქციონირებას, რისკ ჯუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და ვირუსით დაავადებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

2 413,5 ათას ლარს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების მასტიმულირებელ ღონისძიებებზე, სასათბურე მეურნეობებისა და სხვა აუცილებელი პროგრამების განხორციელებაზე გახარჯავს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

3 მილიონ 800 ათასი ლარითაა განსაზღვრული სარეზერვო ფონდი, რომლის ნაწილი სასურსათო კალათებით მოსახლეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში პანდემიის დაძლევის შემდეგაც იგეგმება.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებითაც -„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» სხდომაზე მისმა ინიციატორმა უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ცვლილება, ობიექტური გარემოების არსებობისას, საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასა და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობას ითვალისწინებს.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, რომლის ინიციატორი ასევე დავით გაბაიძეა, საკანონმდებლო ორგანოში იქმნება ღია მმართველობის საბჭო, რომლის მიზანიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება