აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, პანდემიისა და მისგან გამოწვეული გართულებებისგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა ხელისუფლების უმთავრესი მიზანია, რაც შესაბამისად ბიუჯეტშიც აისახა.

კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა კანონის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს. კომიტეტმა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა