ლადო მგალობლიშვილი - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში მიმდინარე თვეში ხელფასებიდან 66 ათასი ლარის დონაცია განახორციელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში მიმდინარე თვეში ხელფასებიდან 66 ათასი ლარის დონაცია განახორციელეს , - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მგალობლიშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა კოვიდ-19-თან მებრძოლი წარმატებული სახელმწიფოების ხუთეულშია.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. მადლობას ვუხდი, ჩვენს მოსახლეობასა და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ ამ უდიდესი საფრთხის დასაძლევად. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა კოვიდ-19-თან მებრძოლი წარმატებული სახელმწიფოების ხუთეულშია. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში მიმდინარე თვეში ხელფასებიდან 66 ათასი ლარის დონაცია განახორციელეს , - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კანონმდებლებმა აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. ორივე საკითხი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. ორივე კომიტეტმა საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს