ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 6 თვემდე ვერ ითვლის და ჰგონიათ, რომ 6 თვე გადის არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში? - დემაგოგიას სამწუხაროდ, საზღვარი არ აქვს საგანგებო მდგომარეობის დროსაც

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოწესრიგდა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორ კობახიძემ აღნიშნა, დემაგოგიაა ოპოზიციის შეფასება, როდესაც აცხადებენ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული დახმარებების პაკეტი შესაძლოა, შეიცავდეს კორუფციის, ნეპოტიზმის და წინასაარჩევნოდ აგიტატორების და პარტაქტივის წახალისების რისკებს.

„6 თვემდე ვერ ითვლის ოპოზიცია და ჰგონიათ, რომ 6 თვე გადის არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში? ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია. ძალიან მარტივი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე გაიცემა ზოგადი სოციალური დახმარება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოწესრიგდა საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა. მანამდე გაიცემოდა დახმარებები პარტაქტივზე, ახლა არის ობიექტური კრიტერიუმები, როდესაც მონაცემები შედის ბაზაში და ავტომატურ რეჟიმში იღებს ადამიანი დახმარებას. ეს არის ჩვენი მიდგომა საკითხებისადმი. დანარჩენი ყველაფერი არის დემაგოგია. რაც თქვა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, როცა 6 თვე დათვალა და ოქტომბრამდე მივიდა. ეს არის მთლიანად ოპოზიციის სახე, ზოგადად მიდგომა ოპონირებისადმი. ეს უბრალოდ მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: გამორიცხავთ თუ არა, რომ ამგვარი სოციალური დახმარების გაცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოსნების ნაწილს ხელის მოთბობის სურვილი გაუჩნდეს? - კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „თეორიული რისკია“.

„თუ გვინდა თეორიული რისკი გამოვრიცხოთ, მაშინ არავის არ უნდა მივცეთ დახმარება. თუ ეს არის ოპოზიციის შეთავაზება, მაშინ ვიმსჯელოთ ამაზე. არასერიოზული იქნება, ბუნებრივია, ასეთი მსჯელობა. ეს არის დემაგოგია. აუცილებელია ამგვარი დახმარების გაცემა. რისკებს შეიცავს ყველანაირი თანხის დარიგება, ბუნებრივია, მაგრამ რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს ამგვარი მესიჯის გახმოვანება? ეს არაფერს ეფუძნება, მაშინ გავაუქმოთ ყველანაირი დახმარება და რისკებიც აღარ იქნება. ეს ხომ წარმოუდგენელია? დემაგოგიას სამწუხაროდ, საზღვარი არ აქვს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა