თეთრიწყაროში დღეს 170 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

თეთრიწყაროში დღეს 170 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინდელის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განუცხადა. როგორც ქორიძე განმარტავს, გუშინ მათ მხარეში ეპიდემიოლოგებმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს და დღეს უკვე, დაახლოებით, 170 ტესტის პასუხს ელოდებიან.

„22 ადამიანი გვყავს ინფიცირებული, გუშინ, ეპიდემიოლოგებმა დაახლოებით 170 ადამიანის ანალიზი აიღეს და დღეს გვექნება პასუხები. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები იყვნენ რაიონში, სოფლებში, ქალაქ თეთრიწყაროში და მუშაობდნენ. წუხანდელმა ღამემ თეთრიწყაროში მშვიდად ჩაიარა, არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, არც "კომენდანტის საათი" დაურღვევია ვინმეს“, - განაცხადა ქორიძემ.