რუსთავში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 67 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა. როგორც კლინიკა „რუსთავში" აცხადებენ, დაშავებულს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა