ფოთში დღეს 17 ადამიანის ტესტზე პასუხს ელოდებიან

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 92 პირია მოთავსებული. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 189 ადამიანი თვითიზოლაციაში რჩება, 872 პირს კი თვითიზოლაცია მოეხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ რეგიონიდან გამოსაკვლევად 55 ნიმუში იყო გაგზავნილი, აქედან 38 ტესტზე პასუხი უარყოფითია. დღეს 17 ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რომელიც ფოთიდან გააგზავნეს.

ამასთანავე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ: საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 1 პირი დაჯარიმდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს