თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული ე.წ. თეთრიწყაროს ექთნის კლასტერს უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა.

თეთრიწყაროში საეჭვო კონტაქტებიდან, გუშინ სულ 170 სინჯი იქნა აღებული. ამ ეტაპზე გამოკვლეული 27-დან მხოლოდ ერთის პასუხია დადებითი კოვიდ-19-ზე, დანარჩენი კვლევის პასუხები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.