აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დღეს კოვიდინფექციაზე დადებითი შემთხვევა არ გვაქვს - სულ ჩატარდა 97 ტესტი და ყველასთან მიმართებაში გვქონდა უარყოფითი პასუხი

დღეს დილის ინფორმაციით, კოვიდინფექციაზე დადებითი შემთხვევა არ გვაქვს. სულ ჩატარდა 97 PCR ტესტი და ყველასთან მიმართებაში გვქონდა უარყოფითი პასუხი, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარის რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ სულ 24 შეადგინა.

ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ ეტაპზე მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი.

„დღეს დილის ინფორმაციით, კოვიდინფექციაზე დადებითი შემთხვევა არ გვაქვს. სულ ჩატარდა 97 PCR ტესტი და ყველასთან მიმართებაში გვქონდა უარყოფითი პასუხი. გვაქვს ახალი კარგი ამბავი, რომ დაგვემატა ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი. რეგიონში სულ 24 გამოჯანმრთელებული პირი გვყავს. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ მოთავსებულია 30 დადასტურებული პაციენტი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა დინამიურად უკეთესია, ვიდრე გასულ პერიოდში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.

ზოგადად, სიტუაცია გვაქვს კონტროლირებადი, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავითავისებთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, დავიცვათ ყველა ის წესი, რაც არის მოწოდებული იზოლაციის დაცვის შესახებ, ასევე აუცილებელია სოციალური დისტანცირების და პირადი უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენება,“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს