პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა სასწავლო პროცესი აბიტურიენტებისთვის, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ 2020 წელს უნივერსიტეტში ძირეული ცვლილებები დაიწყო და წელს SANGU-ში ჩაბარება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.
წმ. ანდრიას ქართულ უნივერიტეტს 9 საბაკალავრო, განახლებულ სასწავლო პროგრამაზე აქვს მიღება გამოცხადებული, რომლებიც ორიენტირებულია თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მათი კარიერული და პროფესიული განვითარებისთვის.
ესენია:
თითოეულ პროგრამას უძღვება მაღალი დონის, გამოცდილი აკადემიური პერსონალი. სასწავლო პროგრამები მოიცავს პრაქტიკული და თეორიული სწავლების კომპონენტებს, გაცვლითი პროგრამები კი სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო დონის ცოდნის და გამოცდილების მიღებაში.
უნივერსიტეტის უმთავრესი პრინციპი, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაა. ამიტომ, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წლიური საფასური 2250 ლარია. იმისთვის რომ ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს, ფინანსური მდგომარეობის გამო ხელი არ შეეშალოთ სწავლაში, SANGU სტუდენტებს უნივერსიტეტის შიდა დაფინანსების შესაძლებლობას, გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს და სხვადასხვა სახის სტიპენდიებს სთავაზობს. პროგრამების და გადახდის შეღავათიანი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს. წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კოდია #145.
აღნიშნულ ინფორმაციას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"