კობა გვენეტაძე - ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი  კურსის რეჟიმი, რაც ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მონატარული პოლიტიკის შერბილება ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. როგორც ის აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს არა იმის მიხედვით, თუ როგორია დღეს ინფლაცია, არამედ როგორია ამ მიმართულებით პროგნოზი.

„მე ვფიქრობ, რომ არ მოახდენს ლარის კურსზე ეს შერბილება უარყოფით გავლენას. დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, სამი შოკის ქვეშ იმყოფება საქართველო დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა, რთულია გავთვალოთ, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ, ჩვენთვის მთავარი ამ შემთხვევაში არის ინფლაცია. ის რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შეცვლილიყო საპროცენტო განაკვეთი, რომ იყო ფაქტორები, რომელსაც შეეძლო ორივე მხარეს ემოქმედა ინფლაციაზე. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით შეეძლო ემოქმედა ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ხოლო შემცირებაზე მოთხოვნის შემცირებას. თვენახევარი გავიდა მას მერე და ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს არის ის, რომ ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა უკვე დავამთავრეთ მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და გვაქვს საკმაოდ დიდი პაკეტი, რომელიც დაეხმარება ეკონომიკას, რომ სხვადასხვა სირთულეებს გაუმკლავდეს. ამავე დროს ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის შემცირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვაკეთებთ არა იმის მიხედვით, თუ რამდენია დღეს ინფლაცია, არამედ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ვპროგნოზირებთ მომავალში საშუალოვადიან პერიოდში და საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია, რომ იყოს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნის შემცირების შესაბამისად დაიწყებს შემცირებას და დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს,“- განაცხად აკობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, კურსის ცვლილების რისკი შემცირებულია.

„ჩვენ უფრო აქტიურად ვართ ბაზარზე, ახალი მექანიზმიც ავამოქმედეთ ამ განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მცურავი კურსის გაცვლითი რეჟიმი, ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა