რუსთავის მერიამ, ქალაქის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს, სასურსათო პაკეტები გადასცა

რუსთავის მერიამ, ქალაქის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს, სასურსათო პაკეტები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტისა და შშმ პირთა დღის ცენტრის თანამშრომლებმა, სასურსათო პაკეტები 72 აღსაზრდელს, დღეს სახლში მიუტანეს.

„დღეს ჩვენი ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები გავუგზავნეთ. აღსანიშნავია, რომ აქ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეცპედაგოგები ეხმარბიან ბავშვებს საჭირო უნარების განვითარებაში. მათ გავლილი აქვთ საჭირო ტრენინგები. პედაგოგების გადამზადების პროგრამაზე მუნიციპალიტეტმა გასულ წელს იზრუნა. მისასალმებელია, რომ დღეს არსებულ სიტუაციაშიც ცენტრმა მუშაობა არ შეწყვიტა და ონლაინ სწავლების მეთოდით აწვდის აღსაზრდელებს იმ სერვისს, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარებისთვის არის აუცილებები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციარებს, კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარებაში, სერტიფიცირებული პედაგოგები ეხმარებიან. ცენტრის პედაგოგებმა, სპეციალური ტრენინგები, 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, რუსთავის მერიის დაფინანსებით გაიარეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის შშმ პირთა ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუჩერებია და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ონლაინ მომსახურების რეჟიმზეა გადასული.

აპრილის დასაწყისიდან, ცენტრის აღსაზრდელები, მათთვის აუცილებელ სერვისებს, ონლაინ სწავლების მეთოდით იღებენ. რუსთავის ა (ა) იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს, ქალაქის მერია აფინანსებს. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთანაც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო