ბორჯომში ქუჩების დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს

ბორჯომში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სასურსათო მარკეტების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს.

„ინტენსიურად ხდება ასევე დაბა ბაკურიანში საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორიებისა და ქუჩების დეზინფექცია.

აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ქალაქის უბნებში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.

ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ა(ა)იპ დასუფთავება-კეთილმოწყობისა და სხვა ა(ა)იპ სამსახურები“, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიცპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს