ანონსი 30 აპრილი

30 აპრილს, 11:00 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, რასთან დაკავშირებითაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ონლაინ ბრიფინგს გამართავს, სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით.
ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/ .
30 აპრილს, 11:00 საათზე „ევროპული საქართველოს“ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ჯანდაცვის სამინისტროს დამოკიდებულება პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიმართ.
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია-5 99 43 43 08
30 აპრილს, 12:00 საათზე, დამსაქმებელთა გაერთიანება „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: სამუშაო ადგილები, სამსახურიდან გათავისუფლებულები, უხელფასო შვებულებაში გაშვებულები და პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარება.
(მედიის დასწრება შეზღუდულია. სრული ჩანაწერი აიტვირთება „26 მაისზე).
საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565
30 აპრილს, 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ოფისში პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ლელოს 6 მილიარდ ლარიან ანტიკრიზისულ 3.2.1 მოდელთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
მის: სადგურის მოედანი #2
საკონტაქტო: 577624445

























