ევროპის რეგიონთა ასამბლეა წევრ რეგიონებს, მათ შორის აჭარას, მადლობას უხდის

ევროპის რეგიონთა ასამბლეა წევრ რეგიონებს, მათ შორის აჭარას, მადლობას უხდის COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს ევროკავშირის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აჭარამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, ორგანიზება გაუწია საგანგებო დანიშნულების ფრენას, რის შედეგადაც პროგრამის მონაწილე ქართველი და უცხოელი ტრენერები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი ესთერ ესტანი Eurodyssey-ს რეგიონებს -ბრიუსელს, აჭარას, კატალონიას, ვალეს დ'ოსტას, აზორესს მადლობას უხდის #COVID19 კრიზის დროს გაწეული დროული რეაგირებისთვის.

„მინდა გულწრფელი აღიარება გამოვუცხადო ევროოდისეის წევრ რეგიონებს იმისთვის, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს არ დაიშურეს მცდელობა ევროკავშირის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ძალიან ვამაყობ ქსელით არა მხოლოდ იმის გამო, რომ კრიზის დროს განხორციელდა დროული რეაგირება სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, არამედ იმისთვის, რომ მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ხორციელდებოდა ყოველკვირეული მონიტორინგი.

კრიზისის შემდეგ, ჩვენი ახალგაზრდა მონაწილეების სასარგებლოდ, ევროოდისეა დაბრუნდება კიდევ უფრო ძლიერი და ახალი ამბიციური მიზნებით სავსე,“- აღნიშნავს ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი ესთერ ესტანი.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს