ბათუმში აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ

ბათუმის მასშტაბით აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლის“ პრესცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული.

აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. შეღავათი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს, არც ძველ დავალიანებებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ 28 აპრილს ხელი მოეწერა დადგენილებას, რომლის საფუძველზეც, კომუნალური აბონენტების წყალისა და წყალარინების საფასური სუბსიდირებული იქნება სრულიად სახელმწიფოს მიერ. ეს აღარ იქნება დამოკიდებული, არც ელექტროენერგიისა და არც გაზის მოხმარების რაოდენობაზე. აბონენტები, რომლებმაც გადაიხადეს მარტის თვის საფასური, მათ გადახდილი თანხა შეუძლია გამოითხოვონ ან გატარდება მათ სააბონენტო ბარათზე და გადანაწილდება მომდევნო თვეებზე, როდესაც დასრულდება სუბსიდირება. სუბსიდირება მოიაზრებს მხოლოდ, მოსახლეობის მიერ დახარჯული წყლის ანაზღაურებას და ის არ ვრცელდება ძველ დავალიანებასა და კომერციულ ობიექტებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. არავითარი ლიმიტი არ არის არც თანხისა და კუბადორობის მიხედვით, რამდენიც იქნება დანახარჯი მოსახლეობის და აღრიცხული იქნება ლიცენზიანტი კომპანიების მიერ, შესაბამისად მოხდება ანაზღაურება, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ლიცენზიანტი კომპანიებისათვის არის დიდი დახმარება“. - აცხადებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად