ზუგდიდში COVID 19-ზე  გამოკვლეულ 25 პირს, მათ შორის 8 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 25 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა შემოწმებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,25 შემოწმებული პაციენტიდან 8 სამედიცინო პერსონალია. დანარჩენები კი „ცხელების ცენტრებსა“ და საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები არიან.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, 2 მაისიდან ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს.

"უკვე ზეგიდან ჩვენ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, რადგან მივიღებთ ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს", -ამბობს ლელა ქაჯაია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო