ქუთაისში ქუჩების მორეცხვა გრძელდება

ქუთაისში ქუჩების მორეცხვა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამჯერად ქუჩები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და ქაფით საფიჩხიის უბანში ირეცხება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ ატარებს. “სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკითაა ჩართული.

სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯღამაძე.

„კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სადეზინფექციო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ეს სამუშაოები უნდა ჩატარდეს რეკომენდაციების სრული დაცვით. უკვე რამდენჯერმე მოირეცხა ქალაქის ქუჩები და ეს პროცესი კვლავ გამეორდება“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩების მორეცხვის პროცესი ქაფითა და სადეზინფექციო ხსნარებით, პანდემიის პირობებში, პერმანენტულად გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა