თბილისში, აღმაშენებლის გამზირი და მარჯანიშვილის ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, აღმაშენებლის გამზირსა და მარჯანიშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად გაეცნო.

„დედაქალაქის მასშტაბით გზის მორეცხვის სამუშაოები გრძელდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები მარჯანიშვილი ქუჩას და აღმაშენებლის გამზირს ჩაუტარდა. დამუშავდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები თბილისის მასშტაბით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მერიის ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა